LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე როგორ იცხოვრე, ასე რანაირად ხარ, ყველგან, ყველაში, ასე როგორ გვიახლოვდები, როგორ გვეფერები, რეებს აკეთებ…“ – ნათია ბანძელაძე მეუღლეს, გიორგი გოგიჩაიშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

319
ნათია ბანძელაძე

ნათია ბანძელაძე მეუღლეს, გიორგი გოგიჩაიშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის.

ნათია წერს, რომ გოგიჩა ყველგანაა და სრულიად უცხო ადამიანები, მას დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ.

„გოგიჩებს ამოვურბინე და გზაში იმდენჯერ შემხვდი გიო…ჯერ ყვავილებზე ვიჭიდავე, როცა ამ კარგმა ადამიანმა (ყვავილების მეპატრონემ) შენი თაიგული, შენთვის გამომატანა: „მეც მომეცით საშუალება მოვეფერო ამ ტკბილ კაცს და აღდგომა მივულოცოო“

ვთხოვე, გოგიჩა გამიბრაზდება მეთქი, რადგან სულ ასე იცოდა თუ ვინმეს რამე უნდა ეჩუქებინა, კატეგორიულად არ აძლევდა ამის უფლებას, შრომობთ წვალობთ, სახლში არ ხართ სიცივეში დგახართო…ესეც მოვუყევი მაგრამ, შენამდე როგორ არ მომეშვა ეს უცხო, სიყვარულით სავსე ადამიანი. „ჩვენი მეყვავილე“ დავარქვი…

სანამ ამბავს გიყვებოდი როგორი ტკბილი ხარ და რეები შეგიძლია, გვერდიდან ნაზი, სიყვარულით სავსე მორიდებული ხმა გავიგე, შეიძლება რაღაც გითხრათ, შეიძლება გითხრათ როგორ გვიყვარდა გოგიჩა…ორი ერთმანეთზე ლამაზი დედა-შვილი თვალცრემლიანი გიო იდგნენ შენთან და მთელი სიძლიერით მიკრავდნენ გულში… სრულიად უცხო ადამიანებიიი…ასე როგორ იცხოვრე, ასე რანაირად ხარ, ყველგან, ყველაში, ასე როგორ გვიახლოვდები, როგორ გვეფერები, რეებს აკეთებ. აივის და ავას რომ

ვასეირნებ, როცა ვინმე ეფერება ვასწავლი, რომ კეთილი ადამიანები არიან და ყოველ ჯერზე ბედნიერები მეკითხებიან – „გოგიჩა ბაბუმ გამოგვიგზავნა“ გვიყვარხარ, ახლა უკვე ჩემს დატოვებულ გზავნილს „თ“-ც დაემატა. გვაკლიხართ ბიჭებო…“ – წერს ნათია ბანძელაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g