LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი იყო თემური… გაზეთისგან გაკეთებული ქუდი ეხურა, დაღლილი, მტვრიანი იჯდა… „თუ მე თვითონ არ გავაკეთე, ვინ გამიკეთებს?“ ასე თქვა“ – ქეთი დავლიანიძე თემურ უგულავას შესახებ უცნობ ისტორიას აზიარებს

2067
ქეთი დავლიანიძე თემურ უგულავაზე

მხატვარი ქეთი დავლიანიძე თემურ უგულავასთან პირველ შეხვედრას და მასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიას იხსენებს.

დავლიანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გარდაცვლილი ბიზნესმენის გამორჩეულ თვისებებზე, მის უბრალოებასა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

ქეთი დავლიანიძე იხსენებს 2012 წელს, სასტუმრო „რუმსის“ გახსნაზე დაწყებულ ნაცნობობას და საუბრობს იმაზე, თუ როგორ ქმნიდა ბიზნესმენი საქმეს დიდი თავისუფლებითა და ყველასადმი გამოვლენილი სიკეთით.

„ყველას ექნება შესაძლებლობა პატივი მიაგოს თემურ უგულავას ნათელ ხსოვნას“ – სამოქალაქო პანაშვიდი 27 ივნისს ქაშუეთის ტაძარში გაიმართება

„სასტუმრო „რუმსის“ გახსნაზე, Elene Machavariani 2012 წელს, ჩემი ნახატების გამოფენაზე,
გავიცანი თემური.

ასე მითხრა: „ჩვენი სასტუმრო როგორ მოუხდა შენს ნახატებს!“

ხელოვნების აღქმა ყველას ერთნაირად არ შეუძლია.
ზოგი ადამიანი უფრო ღრმად კითხულობს განწყობას, შინაგან სამყაროს და პატივს სცემს მხატვრის არსებობის მნიშვნელობას.
რაც ძალიან იშვიათია და დასაფასებელი.
მადლობა მას ურთიერთობის
ხარისხისთვის!
ასეთი იყო თემური.

უაღრესად დაკვირვებული, იუმორით სავსე, თავმდაბალი, მოაზროვნე
მთელი არსებით იყო ჩართული საქმეში, ხელს უწყობდა ახალგაზრდებს.
მისი ქება ბევრი მსმენია ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, რადგან ადამიანები ამ აღფრთოვანებას უბრალოდ ვერ მალავდნენ.

„ლოლიტას“ ეზოს რემონტი მიმდინარეობდა, გაზეთისგან გაკეთებული ქუდი ეხურა, დაღლილი , მტვრიანი იჯდა და სარემონტო სამუშაოებს აკვირდებოდა.
„თუ მე თვითონ არ გავაკეთე, ვინ გამიკეთებს?“ ასე თქვა.

ნიჭიერ ადამიანებს ურთიერთობაშიც ფაქიზი, გააზრებული მიდგომა და პატივისცემა ახასიათებთ ხელოვანების მიმართ და განსაკუთრებით მეგობრულები არიან.

სწორედ ასეთი იყო თემურ უგულავა გემოვნებიანი შემოქმედი, მშრომელი, მხიარული მოსიყვარულე და გულუხვი ადამიანი.

მან იცხოვრა სავსე ცხოვრებით,
ქმნიდა განუკლებლივ ყველასთვის !

რაც დიდ თავისუფლებას ნიშნავს!

არც ვიცოდი მისი ზუსტი წლოვანება ,
თითქოს ასაკი არც ჰქონდა
დიდი ბიჭი იყო, მუდმივად უკეთესისკენ და განვითარებისკენ მომართული , რომელმაც ერთ ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოასწრო…
მტკივნეულია მისი შეწყვეტილი სიცოცხლე დედამიწაზე!“, – წერს მხატვარი.

„მადლობა, ძვირფასო ადამიანო! მათ არ იცოდნენ, რომ ამ შთამბეჭდავი სურათის უკან ერთი ადამიანის სიკეთე იდგა… თემურის დაჭერა და მადლობის თქმა ყოველთვის რთული იყო“ – რა ამბავს იხსენებს რეზო გიგინეიშვილი თემურ უგულავაზე

„კონვერტში იდო ზუსტად ის თანხა, რომლითაც ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე..თვალით არ მინახავს ეს კაცი მას მერე…“ – რას წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თემურ უგულავაზე

„მიჭირს შენზე წარსულში ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ოჯახს, მეგობრებს, მე, ქალაქს და ქვეყანას დაგვაკლდები ძალიან“ – ნინო ზამბახიძე თემურ უგულავას ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები