სულ მალე ჯეიმზ კამერონის ფილმის „ავატარი: წყლის გზა“ პრემიერა შედგება. 13 წლის შემდეგ საკულტო ფილმი ახალი ნაწილით ბრუნდება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმი „ოქროს გლობუსზე,“ „საუკეთესო მხატვრული ფილმის“ კატეგორიაშია წარდგენილი. მას კონკურენიას ფილმები, „ელვისი“ „ფაბელმენები“ „ტარი“ და „საუკეთესო მსროლელი, მავერიკი“ გაუწევენ.
კინოკრიტიკოსები კამერონის ფილმს დიდი წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ და მას საუკეთესო შეფასებებს აძლევენ.
„ასეთი ვიზუალური ეფექტები საზოგადოებას ჯერ არასდროს უნახავს“, – ამბობენ კრიტიკოსები.
ერთადერთი ნეგატიური შეფასება ფილმის ხანგრძლივობის შესახებ გამოითქვა. კრიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ სიუჟეტი ზედმეტადაა გაწელილი. ფილმის საერთო ქრონომეტრაჟი 3 საათი და 12 წუთს შეადგენს.
ცნობისთვის, „ავატარის“ ახალი ნაწილის მსოფლიო პრემიერა დღეს, 15 დეკემბერს შედგება.
„ავატარის“ ახალი „თრეილერი“ გულგრილს არავის დაგტოვებთ და მოსვენებას დაგიკარგავთ
The Weeknd-მა „ავატარისთვის“ საუნდტრეკი შექმნა – ნახეთ არტისტის „ინსტაგრამ“ პოსტი