LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi და Volkswagen 600 000 ავტომობილს უკან გაიწვევენ

63

კომპანიები Audi და Volkswagen აცხადებენ, რომ სერვისული კამპანიების გამო 600 000 ავტომობილს უკან დაიბრუნებენ. ყველა ავტომობილი, რომელიც გაწვევას ექვემდებარება, აშშ-ს ტერიტორიაზეა გაყიდული.

გაწვევა ეხება Audi-ის 342 867 ავტომობილს, მათ შორის მოდელებს: A5, Q5, Allroad, A4 და А6. მათ გამაგრილებელი სითხის ელექტროტუმბოს დეფექტი აღმოაჩნდათ, რომელიც შეიძლება გადახურდეს და აალდეს. მწარმოებელს უკვე მზად აქვს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რომელიც კვებას გადახურების შემთხვევაში გათიშავს.

შემდეგი გაწვევა 2011-2017 წლების ეგზემპლარს ეხება, რომლებსაც გვერდითი უსაფრთხოების ფარდების თვითნებურად ამუშავების საფრთხე აღენიშნებათ. პანორამულ სახურავზე სადრენაჟო სისტემის დაზიანების გამო შესაძლოა წყალი უსაფრთხოების ბალიშის ბლოკს მოხვდეს, ეს კი კოროზიას და მოწყობილობის კორპუსის თანდათანობით დაშლას გამოიწვევს.

კიდევ 5901 ეგზემპლარს Audi და VW ერთობლივად გაიწვევენ. მოდელებზე: Audi A4, A6, A7, ასევე Golf, Tiguan, e-Golf  შესაძლოა გვერდითი უსაფრთხოების ფარდები და ფრონტალური ბალიშები არ ამუშავდეს, ხოლო 2017 წელს გამოსული Audi A4, Allroad, Q7 და 2018 წლის სამოდელო რიგის Q5 უსაფრთხოების ღვედების ხარვეზს უჩივიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები