გაზაფხულის დეპრესია ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და მას ისევე სჭირდება ყურადღება, როგორც ნებისმიერ სხვა მენტალურ პრობლემას.

არადა, გაზაფხული როგორც წესი ოპტიმიზმთან, იმედთან და ბედნიერებასთანაა დაკავშირებული. საუბედუროდ, ზოგიერთისთვის ეს ბედნიერი სეზონი არც თუ ისე სასიამოვნოა. გაზაფხულს სევდის გამოწვევაც შეუძლია და რიგ შემთხვევაში დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებიც საკმაოდ გამოხატულია.

რა არის ამის მიზეზი? ერთი მიზეზის დასახელება რთულია, თუმცა არსებობს გარკვეული თეორიები. მაგალითად, მზის შუქი ტვინში სეროტონინისა და მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, ეს ჰორმონები კი განწყობასა და ძილზე ახდენენ გავლენას. ზამთრის შემდეგ ამ ჰორმონების მკვეთრ ცვლილებას კი განწყობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ასეა თუ ისე, სპეციალისტებმა ამ მდგომარეობის გადასალახად რამდენიმე რჩევა გამოაქვეყნეს.

1. გახსოვდეს: მარტო არ ხარ

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი ხართ ვისაც დეპრესიული განწყობა აწუხებს და სხვები სიცოცხლით ტკბებიან. ასეთ გრძნობებს დეპრესიის გართულება შეუძლია. არადა მარტო ნამდვილად არ ხართ და თუკი ეს გემახსოვრებათ, თავს ნამდვილად უკეთ იგრძნობთ.

2. გამოიძინე

დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძილის პრობლემები, ინსომნიაა ხოლმე. ენერგიის შესანარჩუნებლად და კარგი განწყობის შესაქმნელად დღე-ღამეში 8 საათიანი ძილი აუცილებელია.


3. ივარჯიშე, იყავი აქტიური

სტრესის დასაძლევად საუკეთესო გზა ვარჯიშია.

4. მოერიდე იზოლაციაში ყოფნას

დეპრესია და იზოლაცია საუკეთესო დუეტია. მარტოობას სტრესის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და შფოთვის გამოწვევაც შეუძლია.

5. ჯანსაღი კვება

ჯანსაღი რაციონი არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ემოციური ჯანმრთელობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

6. პროფესიონალის დახმარება

დეპრესია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და შედეგები შესაძლოა სავალალო იყოს. ამიტომ, თუკი თვლით რომ ამ მდგომარეობას მარტო ვერ უმკლავდებით, დასახმარებლად სპეციალისტს მიმართეთ.

 

კატეგორიები: რჩევები რჩევები

მსგავსი თემები