„ადიდასმა“ ევრო 2020-ის ოფიციალური ბურთი წარადგინა

189
adidas-ball

„ადიდასმა“ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია გამართა. ბურთი, სახელად „უნიფორია“ (მიქსი სიტყვებისა ერთობა/ Unity და ეიფორია/ Euphoria) საკმაოდ ფერადია და მრავალფეროვანი დეტალებითაა გაფორმებული. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კი გახდა დიზაინერების სურვილი, ხაზი გაესვათ ფაქტისთვის, რომ ტურნირს ერთდროულად 12 მასპინძელი ეყოლება. იმის აღსანიშნავად, რომ ევრო 2020 ერთდროულად 12 ქვეყნის 12 ქალაქში ჩატარდება, ბურთი 12 ფერშია გაფორმებული.

ევრო 2020-ის შეხვედრები 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით რომში, ლონდონში, ამსტერდამში, კოპენჰაგენში, ბუდაპეშტში, ბაქოში,  მიუნხენში, დუბლინში, ბუქარესტში, სანკტ-პეტერბურგში, გლაზგოსა და ბილბაოში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები