LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო აქტივისტებმა Toyota-სა და BMW-ს ასობით სარეკლამო ბანერი დააზიანეს

120
banner

ეკო – აქტივისტებმა Toyota-სა და BMW-ს 400-მდე სარეკლამო ბანერი დაიპყრეს. როგორც ჩანს, ევროპის ქუჩებში ზედმეტად ბევრი საავტომობილო რეკლამა გაჩნდა, ამიტომ აქტივისტებმა მასთან ბრძოლა გადაწყვიტეს. რეკლამის ნაცვლად საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის და ბელგიის ბანერებზე გაჩნდა კრიტიკა და გარემოს დაცვის შესახებ მოწოდებები.

რაც შეეხება Toyota-სა და BMW-ს, მათ ანტი-კლიმატურ ინტერესებსა და აგრესიულ რეკლამირებაში სდებენ ბრალს.

მაგალითად, Toyota თავის ელექტრონულ ბრენდს Beyond Zero-ს აპიარებს და ამავდროულად სხვადასხვა ხელისუფლებებზე ზემოქმედებს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გეგმები მაქსიმალურად გადაავადებინოს.

ანალოგიურად იქცევა BMW-ც, რაც ძალიან ორპირ საქციელად ჩათვალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები