LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდული ზომის თეთრი ბრილიანტი აუქციონზე გაიყიდება

37
7754940427233200325

აქამდე გაყიდულ ბრილიანტებს შორის ყველაზე დიდს, სულ მალე ჟენევაში გაყიდიან. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ძვირფასი ქვა Christie’s აუქციონზეა გამოტანილი.

ლოტის წონა 228,31 კარატია და მას სპეციალისტებმა სახელიც დაარქვეს – „კლდე“. აუქციონის სახლის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქვა მინიმუმ 30 მილიონ დოლარად გაიყიდება.

„კლდესთან“ ერთად გაყიდიან 205,07 კარატის წონის ყვითელ ბრილიანტსაც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ფასი ბევრად დაბალი იქნება.

ვაჭრობა 11 მაისს გაიმართება და შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს სასმელი წყლით მოამარაგებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები