LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი წონის დაკლება გსურთ – ამერიკელი დიეტოლოგის რჩევა

59
Screenshot 2022-05-02 150739

დიეტოლოგი მაიკლ მოსლის აზრით, გახდომისკენ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა ალკოჰოლზე უარის თქმაა, თანაც 8-12 კვირით მაინც.

სპეციალისტი ირწმუნება, რომ ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი ძალიან კალორიულია, ამიტომ მათთვის ვისაც წონის კლება სურს – საზიანოა. მაგალითისთვის, ღვინის ერთი ჭიქა დაახლოებით 230 კილოკალორიას შეიცავს – ეს კი იმდენივეა რამდენიც ერთი ფილა შოკოლადის შემცველობა.

გარდა ამისა, ალკოჰოლი მადას აძლიერებს, რაც წონის კორექციას ასევე ხელს უშლის. ყველაზე დიდ როლს თამაშობს ორი ჰორმონი – ლეპტინი და გრელინი. ლეპტინი შიმშილის გრძნობას ამცირებს, ხოლო გრელინი პირიქით – აძლიერებს. ალკოჰოლის მიღების დროს ორგანიზმში ლეპტინის დონე მცირდება, ხოლო გრელინის იზრდება, შედეგად მადა ძლიერდება. სწორედ ამ ფაქტით აიხსნება სპირტიანი სასმელი მიღების დროს წახემსების დაუოკებელი სურვილი.

დიეტოლოგი ალკოჰოლის მირთმევას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, როდესაც გახდომის მსურველი სასურველ წონას მიიღებს. მიზნის მიღწევის შემდეგ ყველაზე ოპტიმალური სასმელი შესაძლოა წითელი ღვინო იყოს. წითელი ღვინო ანტიოქსიდანტებით მდიდარი სასმელია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს ამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები