LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშშ-ში გადაბარგდა და ტაქსისტობა დაიწყო

51
imrs

ავღანეთის მთავრობის ყოფილი წევრი ამერიკაში ტაქსაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post ავრცელებს.
40 წლის ჰალიდ პაიენდა ავღანეთის ფინანსთა სამინისტროს 2021 წლის იანვრიდან ედგა სათავეში. თალიბების მთავრობაში მოსვლამდე ერთი კვირით ადრე, მან თანამდებობა დატოვა და სასწრაფოდ აშშ-ში გადავიდა. ჰალიდის განცხადებით, მაშინ მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა თალიბანის გამარჯვების და მთავრობა პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო დატოვა. ქვეყნის პირველი პირი მას პატიმრობით ემუქრებოდა და პოლიტიკოსი ოჯახთან ერთად გაიქცა.

თავიდან ყოფილი მინისტრი უნივერსიტეტში ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენის კურსს კითხულობდა. მას სემესტრში მხოლოდ 2 ათას დოლარს უხდიდნენ, რაც საკმარისი არ იყო. ამიტომ მალევე პაიენდი სხვა სამსახურის ძებნას შეუდგა.

ცოლსა და ოთხ შვილს გამოკვება სჭირდებოდა და ავღანელმა Uber-ის ტაქსისტად დაიწყო მუშაობა. ყოფილი პოლიტიკოსის ამბობს, რომ ეს სამსახური ძალიან მოსწონს და ავღანეთში განვითარებული ცუდი ამბების დავიწყებაშიც ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები