LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომელთა დასახელებაც სხვადასხვა ენაზე საჩხუბარ სიტყვებად ჟღერს

82

ავტომწარმოებლებს გლობალურ ბაზარზე მოდელის დასახელების შერჩევისას დიდი სიფრთხილე მართებთ ხოლმე. შესაძლოა, ზოგიერთ ენაზე ესა თუ ის სიტყვა უცნაურად, ან სულაც შეურაცხყოფად ჟღერდეს.

მაგალითად, “ჟიგულის“ ავტომობილები ექსპორტზე LADA-ს ბრენდით გაუშვეს, რადგან ის ჟღერადობით ჟიგოლოს გავს. ხოლო უნგრეთში ამავე ჟღერადობით უხამსი საჩხუბარი სიტყვა გამოითქმის. საინტერესოა, რომ არც LADA აღმოჩნდა საფრანგეთში წარმატებული, რადგან ფრანგები მას გამოთქვამენ როგორც ladre, ეს კი ძუნწს ნიშნავს.

პრობლემები შეექმნა მოდელ Kalina-საც. ფინურად ეს სიტყვა დაუდევრობას ნიშნავს.

Toyota MR2-მა ასევე საფრანგეთში სახელი შეიცვალა, რადგან merde მათთვის „ფეკალიებს“ ნიშნავს.

Hyundai Terracan ორ სიტყვას აერთიანებს – „გველი“ და „მმართველი“ .

Mitsubishi Pajero-მ ესპანეთის ბაზრისთვის Montero-ზე უარი თქვა. სიტყვა Pajero ესპანურიდან თარგმანში უხამსობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები