ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სოხუმის დაცემის დღეს იხსენებს.
„სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია“ – ეს სიტყვები ახსოვს ტელევიზორიდან მას და ამ სიტყვების შემდეგ ბაბუამისის რეაქცია.
სოხუმში ბევრი ძალიან მაგარი აფხაზი და ქართველი ბიჭი დაიღუპა. მე კი ვზივარ და ვწერ აქ რაღაცეებს!..
სოხუმი გაქრა, ცეცხლის ალს აჰყვა ცაში... მწერლის ემოციური ბლოგი
კეკელიძე წერს, რომ ასეთი თარიღები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავიხსენოთ: გვყავს უამრავი გმირი, ასევე ადამიანები, რომლებიც საკუთარი სამშობლო გაძარცვეს და დევნილები.
“26 წლის წინ, მახსოვს, ჩვეულებრივ, ოთახში ვისხედით. შეიძლება ყველა, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთი, ბაბუაჩემი კი ნამდვილად და ბაბაუჩემმა ტელევიზორს აუწია. ქალმა, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ და ვერც სახესაც, თქვა: სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია. ბაბუაჩემმა თავზე შემოირტყა ხელი და გავიდა. მე ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, ანუ უფრო უკეთ რომ ვთქვათ – ვერ შევიგრძენი. ერთი, რაც ომს ნიშნავდა ჩემთვის, სოფლებში, ზოგიერთ შესახვევში ახალი მინიშნებები იყო – ბრძოლაში დაღუპულის სახელობის უბანი. და მერე იმ დაღუპულზე ჩუმი საუბრები შინ. იმ დაღუპულზე და მის უბედურ დედაზე.
მე ის თაობა ვარ, ვისაც აფხაზეთი ფოტოებით თუ უნახავს. ამიტომაც მეც და სხვებსაც, ჩემზე უმცროსებსაც, უნდა გამოვტყდეთ და ყოველდღიური მეცადინეობა გვჭირდება, რომ განცდა ცოდნას შევუთავსოთ და ხმამაღლა ვთქვათ – ,,აფხაზეთი საქართველოა!”. ისიც უნდა ვაღიაროთ, რაც დრო გადის, მომდევნო თაობას უფრო უნელდება ამ ,,მეცადინეობის” სურვილი.
ამიტომაც ასეთი დღეები შეხსენების დღეებადაც უნდა იქცეს:
ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა (ფოტოები)
1) რომ გვყავს უამრავი გმირი, ვინც საკუთარი თავი გასწირა, იმისთვის, რომ მაგალითად; მე ახლა ამას ვწერდე და თქვენ კითხულობდეთ
2) რომ გვყავს არა უამრავი, მაგრამ მაინც გვყავს ადამიანები, ვინც ნადავლით დაბრუნდა საკუთარი სამშობლოდან, რომელიც მანვე გაძარცვა
3) რომ გყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე, რომელთა სახლები და ბავშობის ადგილები ახლა მხოლოდ სიზმრებსღა შემორჩათ
4) რომ ეს ომი რუსეთმა მოაწყო და მხოლოდ რუსეთმა იხეირა
5) რომ არსებობს სიტყვა ,,ხვალ”
6) რომ ხვალ ჩვენ და აფხაზებმა იმ მიწაზე ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომაც #მშიბზია არც კეკლუცობაა და არც თავის მოტყუება. ადვილიც არ არის, ვიცი. განსაკუთრებით მათთვის, ვისი სისხლი და ხორცი მიწაში წევს. ადვილი არა არის, მაგრამ ერთადერთი და აუცილებელია
7) მშიბზია!” – წერს გიორგი კეკელიძე.
სოხუმის დაცემიდან დღეს ზუსტად 26 წელი გავიდა. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.