LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა 2026 წლის ევროპის საშობაო დედაქალაქად დასახელდა

114
m_98-_1_

ბარსელონა 2026 წელს ევროპის საშობაო დედაქალაქის ტიტულს ატარებს. ჯილდო ქალაქს  გამორჩეული სადღესასწაულო ატმოსფეროსთვის მიენიჭა, რაც საუკუნოვან ისტორიას, კულტურას, ხელოვნებასა და ცოცხალ საშობაო ტრადიციებს აერთიანებს.

ჟიურის შეფასებით, ბარსელონა განსაკუთრებით გამოირჩევა ადგილობრივი რიტუალების შენარჩუნებით. ერთ-ერთი მათგანია აგინალდო – ტრადიცია, რომლის დროსაც სადღესასწაულოდ მორთული ბავშვები და ახალგაზრდები მეზობლების სახლებს სტუმრობენ, მღერიან საშობაო სიმღერებს და კეთილ სურვილებს უძღვნიან მასპინძლებს, სანაცვლოდ კი ტკბილეულს ან სიმბოლურ საჩუქრებს იღებენ. ამ წესის ფესვები ჯერ კიდევ რომაული სატურნალიების ეპოქაში იღებს სათავეს.

ბარსელონაში შობის პერიოდში იხსნება ცნობილი სანტა ლუსიას საშობაო ბაზრობა, ხოლო 5 იანვარს ქალაქის ქუჩებში იმართება ტრადიციული სამი მეფის მსვლელობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ღონისძიებად ითვლება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოს დაცვასაც – ქალაქი შობას ეკოლოგიურად სუფთა და ხელმისაწვდომი დეკორაციებით აღნიშნავს, ატარებს საგანმანათლებლო მასტერკლასებს, „მწვანე“ ბაზრობებს და დღესასწაულის შემდეგ ნაძვის ხეებსა და ორგანულ დეკორაციებს გადამუშავებისთვის აგროვებს.

2026 წლის ევროპის საშობაო ქალაქის ტიტული (ქალაქებისთვის, რომელთა მოსახლეობა 100 ათასს არ აღემატება) ავსტრიულ ველსს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები