LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმში ბოლოს 1978 წელს ვიყავით, ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ“, „აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ.. ყველგან საბჭოთა კავშირია, რუსეთი ოკუპანტი არ არის“ – სოჭიდან ბათუმში შემოსული კრუიზის რუსი ტურისტები

589
Untitled design

22 ივლისს სოჭიდან წამოსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE დღეს, 27 ივლისს ბათუმში შემოვიდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 850 მგზავრია, რომელთა შორის რუსი ტურისტებიც არიან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, საკრუიზო გემი ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა, მისი მფლობელი სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია: „მფლობელი საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“ 

კრუიზიდან ჩამოსული რუსი ტურისტების განცხადებით, ისინი ზღვისპირა ქალაქში ისტორიული ადგილების სანახავად ჩამოვიდნენ. რუსეთის მოქალაქეების კომენტარებს „მთავარი არხი“ ავრცელებს:

„აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება, თქვენ ტანკებით შეხვედით იქ. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები, მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი და არც საქართველო.

ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი“, – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

ჯიმ ო’ ბრაიანი: გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვეცოდინება, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში

ო’ ბრაიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რომ შეზღუდონ საბრძოლო მასალებისთვის საჭირო ნივთების რუსეთში გადაზიდვა.

„ბათუმში ბოლოს 1978 წელს ვიყავით, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ. არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ყველგან საბჭოთა კავშირია, რუსეთი არ არის ოკუპანტი.

საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი. მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, – ამბობს რუსეთის მოქალაქე.

„ოკუპაციის თემაზე კომენტარს არ გავაკეთებთ. ვიცი, მაგრამ არ ვისაუბრებთ. რუსეთი არ არის ოკუპანტი, მოდით, აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა თავად გადაწყვიტეთ“, – აცხადებს საკრუიზო გემიდან ჩამოსული კიდევ ერთი პირი.

 

“რუსეთი ოკუპანტი არაა…” | ბათუმში, საკრუიზო ლაინერით ჩამოსული რუსები

? ბათუმში, საკრუიზო ლაინერით ჩამოსული რუსები: ?

?️ “აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, რუსეთი ოკუპანტი არ არის”
?️ “რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა, საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა”
?️ “რუსეთი ოკუპანტი არაა, აფხაზეთის და ოსეთის პრობლემა თავად გადაწყვიტეთ”

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 27 ივლისი, 2023

 

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი ბათუმში გაჩერდება: „შემოსვლა კომერციული ხასიათისაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g