LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობაში დაწერილი ლექსი „ხან ისე ვარ, ხან ასე ვარ“ გამახსენდა, რომელიც ძალიან მოუხდა მუსიკას და თითქოს თავისით დაიწერა… ძალიან ხალისიანი გამოვიდა, ამიტომ კლიპიც მხიარული გადავიღეთ” – ნოდარიკო ხუციშვილი -„არტ-FM“-ში

772
ნოდარიკო ხუციშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მუსიკოსი ნოდარიკო ხუციშვილი სტუმრობდა, რომელმაც 26-28 ივლისს დაგეგმილ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ისაუბრა და ახალი სიმღერა „არემარე“ შესთავაზა მსმენელს.

26-28 ივლისს ბათუმში შავი ზღვის მე-17 ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად ბათუმის კორტების სცენა უმასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორები აჭარის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ კონცერტებს შესთავაზებენ. სამდღიანი ფესტივალი 11 „გრემის“ მფლობელის, ფილიპ ლასიტერის და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, 27 ივლისს პუბლიკის წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარდგება, 28 ივლისს კი, ფესტივალს მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი ოჯახური ჯგუფი The Jacksons! დახურავს. ჯაზ-ფესტივალის სტუმრები 26 ივლისს თბილისიდან ბათუმში ჯაზ-მატარებლით გაემგზავრებიან, მათი ხალისიანი განწყობის შექმნასა და მოგზაურობის მუსიკალურად გაფორმებაზე კი, ნოდარიკო ხუციშვილი იზრუნებს ბენდთან ერთად.

ვიდეო: „სეზონის ჰიტია…“ – ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია შედგა

ნოდარიკო ხუციშვილი – მატარებლით მგზავრობა ყოველთვის საინტერესო თავგადასავალია, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა ამგვარ თავგადასავალში მონაწილეობა შემომთავაზეს. იმედი მაქვს მატარებლის ერთ ვაგონს ნამდვილ სცენად ვაქცევთ და ჩვენთან ერთად ჩვენი მგზავრებიც ისიამოვნებენ. მიხარია, რომ წელს ჩვენც შავი ზღვის ფესტივალის ნაწილი ვართ, რადგან მასთან ერთად გავიზარდეთ და უამრავი კონცერტი მოვისმინეთ. ფესტივალი ყოველთვის არაჩვეულებრივ მუსიკოსებს მასპინძლობს, ძალიან მომეწონა ლორენ ჰილის კონცერტი, წელს ყველაზე მეტად ჯოჯო მაიერის გამოსვლა მაინტერესებს, The Jacksons – კი, ის ჯგუფია, რომელსაც ყველა სიამოვნებით მოუსმენს, რადგან ზუსტად ის ჰიტები შესრულდება, რომლებზეც მელომანების რამდენიმე თაობა გაიზარდა. დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალე ფესტივალი იქნება, ამიტომ ძალიან გვინდა გზიდანვე შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა.

ახალი სიმღერა ჩემს მეგობართან ერთად სიმონ ბითაძესთან ერთად შევქმენი. სიმონმა თავისი ტრეკი მომცა და ტექსტის დაწერა შემომთავაზა. ბავშვობაში დაწერილი ლექსი „ხან ისე ვარ, ხან ასე ვარ“ გამახსენდა, რომელიც ძალიან მოუხდა მუსიკას და თითქოს თავისით დაიწერა. სიმღერას „არემარე“ დავარქვით. ძალიან ხალისიანი გამოვიდა, ამიტომ კლიპიც მხიარული გადავიღეთ. ვიდეო რამდენიმე დღეა YouTube-ზე დევს და უკვე დაიმსახურა მოწონება. სხვათა შორის, „არემარე“ ძალიან უხდება მგზავრობას, ამიტომ ჩვენს ჯაზ-მატარებელშიც სიამოვნებით შევასრულებთ.

ნოდარიკო ხუციშვილი – „არემარე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g