LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზრებსა და ბაზრობებზე ინტენსიური მონიტორინგი გრძელდება

79
122015352-3011701358931843-4146254777449670135-o

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მონიტორინგს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგი “კოვიდ19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით ხორციელდება.

სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაზრებისა და ბაზრობების შესასვლელებთან, ასევე, შიდა პერიმეტრზე – სავაჭრო სივრცეში, მოქალაქეების მიერ პირბადეების სწორად ტარებას და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედი წესების დაცვას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.