LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ჰადიდი, კეიტ მოსი, დევიდ ბექჰემი – ტოკიომ ,,დიორის” ჩვენებას უმასპინძლა (ფოტო/ვიდეო)

34218db9820a57d56ae99aa4265fcade_cropped_630x350_labeled-6666cd76f96956469e7be39d750cc7d9

ამ დღეებში, იაპონიაში, ,,დიორის” მამაკაცის ხაზის საშემოდგომო ჩვენება გაიმართა. ლოკაციის სიშორის მიუხედავად, ტოკიოში ვარსკვლავები მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ.

ფოტოგრაფების ობიექტივში სხვებთან ერთად, ბელა ჰადიდი მოხვდა. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა მოდელი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ბოიფრენდთან, The Weeknd-თან ერთად აბუ-დაბიში ისვენებდა, საღამოს სპეციალურად კიმ ჯონსის მიწვევით დაესწრო და ბრენდის სამოსი მოირგო.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყო კეიტ მოსიც. 44 წლის სუპერმოდელი კამერების წინ თემატური ლუქით გამოჩნდა. ნაცრისფერი პალტო და შარვალი, რომელსაც ინგლისელმა ლამაზმანმა ღია ვარდისფერი პერანგი შეუხამა, მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდიდა.

საღამოს ასევე ისეთი ცნობილი სახეები დაესწრნენ, როგორებიც დევიდ ბექჰემი და რეპერი, A$AP Rocky არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები