LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი, ჯეი ლოს რევანშისტული გამოჩენისა და პირად მცველთან შესაძლო რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

1298
page

ჯეი ლოს რევანშისტული გამოჩენისა და პირად მცველთან შესაძლო რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ბენ აფლეკი პირველად გადაიღეს.

52 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს. ჯენიფერ ლოპესის ექს-მეუღლე, როგორც ყოველთვის უხასიათოდ გამოიყურებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯეი ლოს, ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის ერთობლივი ფილმის, „შეუჩერებლის“ პრემიერა უკვე შედგა. ბენი არცერთ მათგანზე არ გამოჩენილა. სამაგიეროდ მან ფილმთან დაკავშირებით, Entertainment Tonight-თან ისაუბრა.

როდესაც მას ჯეი ლოს შესახებ დაუსვეს შეკითხვა, ბენმა მათი განქორწინების შემდეგ ექს-მეუღლე პირველად ახსენა. ის ამჯერადაც სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და მხოლოდ სამი სიტყვით შემოიფარგლა.

„ჯენიფერი არის არაჩვეულებრივი“, – ასე შეაფასა ბენმა ექს-მეუღლე.

ფოტო/ვიდეო: რევანშისტული კაბა და საბედისწერო მზერა – ჯეი ლომ ირგვლივ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა

კლასიკური ჰოლივუდური სცენარი – ჯეი ლო პირად მცველს გაუმიჯნურდა – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები