ბენ აფლეკი შვილთან, სერაფინასთან ერთად სეირნობის დროს გადაიღეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობს ნერვებმა უმტყუნა და რეპორტიორს, რომელიც მას ფოტოებს უღებდა, აუშარდა.
ამ დღეს ბენს ჯინსის შარვალი და კრემისფერი პერანგი ეცვა, სერაფინი კი, რომელიც საკუთარ თავს გენდერულად ნეიტრალურად თვლის, როგორც ყოველთვის სპორტულ სტილში იყო გამოწყობილი.
ბენ აფლეკი პაპარაცებს აუშარდა – განრისხებული მსახიობის ვიდეო ვირუსულად ვრცელდება
ცნობისთვის, რამდენიმე დღის მედიაში ინსაიდერის განცხადება გავრცელდა. წყაროს ცნობით, ბენ აფლეკის ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ გარნერი არ არის კმაყოფილი მისი ქცევით. ჯენი თვლის, რომ ბენი ვერ უმკლავდება ჯეი ლოსთან განქორწინებით გამოწვეულ სტრესს, მას სურს, რომ ის ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს.
„ჯენიფერ გარნერს ბენზე უდიდესი გავლენა აქვს. ამიტომ ის თვლის, რომ ვალდებულია, მას დაეხმაროს“, – აცხადებს ინსაიდერი.
ჯენიფერ გარნერს სურს, რომ ბენ აფლეკი ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს – ახალი დეტალები