LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენი ცეცხლს ეთამაშება, მას ეს ემოციური კარუსელი დიდ სიამოვნებას ანიჭებს“ – ინსაიდერის ვრცელი ინტერვიუ „ბენიფერის“ შესახებ

318
page

მედიის ცნობით, 55 წლის ჯეი ლოსა და 52 წლის ბენ აფლეკის განქორწინების პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არცერთ მხარეს არ გაუკეთებია. ყოველივე ამის ფონზე, გამოცემა In Touch-ს ინსაიდერმა წყვილის ურთიერთობისა და ბენის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ვრცელი ინტერვიუ მისცა. წყაროს ცნობით, აფლეკი ვერ ახერხებს ჯეი ლოსთან ურთიერთობას საბოლოო წერტილი დაუსვას.

„ბენი ცეცხლს ეთამაშება, მას ეს ემოციური კარუსელი დიდ სიამოვნებას ანიჭებს. აფლეკი ვერ ახერხებს ჯეი ლოსთან ურთიერთობას საბოლოო წერტილი დაუსვას. მართალია, ის არ აპირებს ჯეი ლოსთან დაბრუნებას, თუმცა, ამ გაურკვევლობის მომენტით, დიდ სიამოვნებას იღებს. ამ ქცევით ის ჯეი ლოს გონებას ურევს“, – განაცხადა ინსაიდერმა

ის აგრეთვე აცხადებს, რომ ბენის გარემოცვა, ექს-მეუღლის, ჯენიფერ გარნერის ჩათვლით ბენის ფსიქოლოგიური მდგომარეობაზე ნერვიულობენ და შიშობენ, რომ ის კვლავ დაუბრუნდება თავის მავნე ჩვევებს და კვლავ ალკოჰოლს მიეძალება.

„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა“ – ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს და დუმს

ტრაგიკული სახეები და შეხვედრა ცნობილ ადვოკატთან – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები