LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-ის პირველი ელექტრომობილი: გამოჩნდა პირველი ფოტო

118
bentley-exp-100-gt-at-monterey

Bentley-ის პირველი ელექტრო კროსოვერის ინტერიერი, რომელსაც ჯერჯერობით ოფიციალური სახელი არ აქვს, მიიღებს კომპონენტებს Porsche Cayenne Electric-ისგან და Volkswagen-ის კონცერნის სხვა, უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილებისგან. მომავალი მოდელის სალონის ჯაშუშურ ფოტოებს აქვეყნებს გამოცემა Carscoops, რომლის ვარაუდით, ახალი Bentley ტექნიკური თვალსაზრისითაც საკმაოდ ახლოს იქნება ელემენტიან Cayenne-თან. ელექტრული Bentley-ის სრულფასოვანი პრემიერა მოსალოდნელია დაახლოებით ერთ წელიწადში.

ავტომობილის  დიზაინი ბევრად უფრო ახლოს არის სერიულ ვერსიასთან, ვიდრე ადრინდელ ფოტოებზე – მათ შორის იმის ხარჯზე, რომ წინა ოპტიკაზე გამოყენებული კამუფლაჟი შემცირებულია. ადრე ფარები წრიული ელემენტებისგან შემდგარ დიზაინს ჰგავდა Bentayga-ს სტილში, თუმცა ახლა აშკარაა, რომ ელექტრომობილს სრულიად ორიგინალური ფარები ექნება.

ვარაუდობენ, რომ Bentley-ის ელექტრული კროსოვერის საბაზისო ძალოვანი სისტემა უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ყველაზე ხელმისაწვდომი Cayenne Electric-ის, რომელიც 442 ცხენის ძალას ავითარებს. გამოცემის მიხედვით, Bentley-ის შემთხვევაში სიმძლავრე დაიწყება 612 ცხ.ძ.-დან, ხოლო ელექტროძრავების მაქსიმალურმა მაჩვენებელმა შესაძლოა Porsche-ის ელექტრომობილის მონაცემებსაც გადააჭარბოს. Cayenne Electric-ის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პირობებშია ხელმისაწვდომი, 1156 ცხენის ძალას შეადგენს.

კომპანიის ოფიციალურ კომუნიკაციაში მომავალი ელექტრომობილი ჯერ კიდევ ფიგურირებს სამუშაო სახელწოდებით Urban SUV, ხოლო საბოლოო კომერციული სახელწოდება ჯერ არ არის დასახელებული. ამასთან, წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Bentley-მ დაარეგისტრირა ორი ახალი დასახელება – Mayon და Barnato და არ არის გამორიცხული, რომ კროსოვერს ერთ-ერთი მათგანი ერგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები