LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ და Lamborghini-მ პარიზის ავტოსალონში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს

31

კომპანია Bentley-მ და Lamborghini-მ, პარიზის ავტოსალონში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. მოტორშოუს საჯარო ჩვენება 1 ოქტომბერს შედგება. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კომპანია Bentley-მ და Lamborghini-მ, პარიზის ავტოსალონში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. მოტორშოუს საჯარო ჩვენება 1 ოქტომბერს შედგება. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გადაწყვეტილება, რომელიც ორმა ავტომწარმოებელმა ერთხმად მიიღო ცნობილი ,,დიზელის სკანდალს’’ უკავშირდება, რომელიც Volkswagen-ის კომპანიასთან პირდაპირ კავშირშია.

Bentley-ში განმარტეს, რომ მათი მთლიანი კონცენტრირებული ყურადღება საკუთარ ღონისძიებაზე გადანაწილდება, სადაც ისინი თავად გააცნობენ სიახლეებს პოტენციურ მომხმარებლებს. შედარებით უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ პარიზის ავტოსალონს ასევე გამოტოვებენ კომპანია Ford, Volvo, Aston Martin და Rolls-Royce. ამის გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, კომპანია Volkswagen-ის ტრადიციული ,,პრემიერის ღამე’’-ს გაუქმების შესახებ, სადაც გერმანელები როგორც წესი ახალი მოდელების ჩვენებას ახდენდნენ ხოლმე. როგორ განვითარდება მოვლენები უკვე თავად მოტორშოუზე ვიხილავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები