LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ბარათაშვილი: „გაზეთში დამიწერა ვიღაცამ, ამ ღიპიანი არტისტების ატანა აღარ მაქვსო…“

205
ბესო ბარათაშვილი

მსახიობ ბესო ბარათაშვილის უცნობ მხარეს ინტერვიუში ჟურნალი „თბილისელები“ წარმოგვიდგენს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს გულისტკენის შესახებ, რომელიც გაზეთში დაწერილი სტატიის გამო შეხვდა.

– სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ თავს პაემანზე?

– მე ცოლები მყავდა, რომ იცოდეთ. პირველი ცოლი მოვიტაცე, რაის პაემანი, პირდაპირ – მანქანაში და მოვიტაცე. გზაში, დაიწყო, არიქა გაჩერდი, გაჩერდიო. ბიუსტჰალტერში ჩაიდო გასაღები და ჩემები მეუბნებიან, მიდი, ბიჭო, ჩაუყავი ხელიო. ბიჭო, რა ჩავუყო, ვინ ჩამაყოფინებს-მეთქი, ვიძახდი მე და იყო ერთი ამბავი (იცინის).

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?

– ყველაზე მკაცრი შვილთან ვყოფილვარ. სასტიკი არასდროს ვყოფილვარ, არ ზის ეს ჩემში. ადამიანების ჩაგვრა არ მიყვარს. ჩემს შვილთან ხანდახან ახლაც მკაცრი ვარ. ზოგჯერ ისევ პატარა მგონია და მკაცრ შენიშვნებს ვაძლევ ხოლმე (იცინის).

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ.

– მაინცდამაინც არ უტკენიათ გული ჩემთვის. ერთხელ არ მესიამოვნა, გაზეთში დამიწერა ვიღაცამ, ამ ღიპიანი არტისტების ატანა აღარა მაქვსო (იცინის). არ იყო სასიამოვნო, მეწყინა, მაგრამ მერე აღარ მიმიქცევია ყურადღება. კარგი ბევრი მახსენდება, გაცილებით მეტი, ვიდრე ცუდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g