LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინამ შოუ დადგა, ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი ზურაბიშვილი“ – გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

167
Untitled design (5)

„ბიძინამ შოუ დადგა, ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი ზურაბიშვილი. ამას გვაყურებინებს ორი–სამი დღეა,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს თვითონ ფარსია თავიდან ბოლომდე, რომელიც ფიასკოთი დამთავრდება.

თავიდანვე გათვალეს. საკითხი ძალიან კონკრეტულია. შემდგომი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. მას ირჩევენ ქოც, ფარცხალაძის მცველი ხმოსნები. დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ა.შ. ვინც ფარცხალაძეს იცავენ.

ეს ადამიანები ხვალ და ზეგ პრეზიდენტს ირჩევენ. იმთავითვე გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაში წავიდეს. აბა, პირდაპირი არჩევანი იყოს, მერე თუ გაბედავდნენ საერთოდ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე მიხეილ პარტია „საქართველოსთვის“ წევრ დაუშვილის განცხადების გამოეხმაურა,  რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპირებენ, რომ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამას არავინ გააკეთებს.

„კენჭისყრაზე თუ არ ვართ, (როგორ) შეგვიძლია ხმა მივცეთ? როგორ, ასე, გარედან, ჰაერიდან მისცემსო? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ?

თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვა ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით, თავს იწვავ. მგონი მართლა უნდათ ხმის მიცემა და ამით გაირკვევა, საბოლოოდ, რომ ეგენიც ბიძინას თამაში არიან“,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

magti 5g