LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ახსნა თუ რატომ იღებს ფულს „მექანიკისთვის“

117
bmw

BMW „მექანიკისთვის“ მძღოლებს დამატებით ფულს ახდევინებს და ბრენდის ხელმძღვანელმა ამ ფაქტის ახსნა სცადა. საქმე ისაა, რომ ყველაფერი წარმოების მასშტაბებზეა დამოკიდებული. მომხმარებელთა უმრავლესობა BMW-ს ავტომატიზებული გადაცემათა კოლოფით ირჩევს, „მექანიკა“ კი მხოლოდ უმცირესობას აინტერესებს. კომპანიისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, თუკი ყველა ავტომობილს „ავტომატით“ აღჭურავდა, ვიდრე ის რომ დრო და ფული ისტორიის გაცოცხლებაზე ხარჯოს.

სწორედ ამიტომ, მათ ვისაც მექანიკური გადაცემათა კოლოფი სურთ – ბრიტანეთში დამატებით 545 ფუნტი უნდა გადაიხადონ, გერმანიაში კი ეს თანხა + 500 ევროს შეადგენს.

სპეციალისტმა ისიც დააზუსტა, რომ „მექანიკას“ რეალურად აზრი აღარ აქვს, ის ბევრად ნელია, მეტ საწვავს მოიხმარს და ხშირ შემთხვევაში მაქსიმალური სიჩქარეც ნაკლებია ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები