ბრედ პიტი გამოცემა GQ-ს 2025 წლის ზაფხულის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ინტერვიუში 61 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა არაერთ თემაზე ისაუბრა, მათ შორის თავისი ახალი ფილმის „ფორმულა 1“-ის შესახებ.
თუმცა, საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო ინტერვიუს ის მონაკვეთი იყო, სადაც ის პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ეს საკითხი მისთვის უმნიშვნელო იყო.
ფოტო/ვიდეო: „ის 90 წლის ასაკშიც ყველაზე სასურველი მამაკაცი იქნება“ – ბრედ პიტი GQ-ს გარეკანზე
„ჩემი პირადი ცხოვრება უკვე 30 წელია მედიის ყურადღების ცენტრშია. ყოველთვის მოიპოვება ჩემი ცხოვრების რაღაც ახალი ვერსია, რომელიც ამბად იქცევა ხოლმე. ამას უკვე მიჩვეული ვარ და დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ. ანჯელინა ჯოლისთან იურიდიულ პროცესსა და მის დასრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ეს უბრალოდ იყო რაღაც, რაც დროთა განმავლობაში დასრულდა იურიდიულად.
ბოლო დროს გაჟღერდა კითხვები, იყო თუ არა ჩემი წითელ ხალიჩაზე გამოჩენა ინეს დე რამონთან ერთად, წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი, რათა ყურადღება მიმექცია, არა ეს ასე არ არის ნამდვილად. ასე გათვლით ცხოვრება ჩემთვის უცხოა. ცხოვრება ბუნებრივად ვითარდება, ურთიერთობებიც ასეა: იზრდება, იცვლება, თავის გზას პოულობს.
ცნობადობას ყოველთვის მოაქვს ხმაური, ხშირად გამაღიზიანებელიც არის. ეს არის ის დეტალი, რომელიც შენს დროს იპარავს, თუ მისცემ მას ამის უფლებას. მაგრამ მე ვისწავლე, როგორ მოვექცე, რომ ყოველივე ამან არ დამთრგუნოს. დღეს ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი და გაწონასწორებულია. მაქვს თბილი და უსაფრთხო გარემო, მყავს მეგობრები, საყვარელი ადამიანები, ოჯახი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცი, ვინ ვარ. როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ყველაფერი ის, რაც გარედან მოდის, უბრალოდ „ბზუილია“, – ნათქვამია ბრედ პიტის იშვიათ ინტერვიუში.

