LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედს ეს არ შეეფერება“ – 60 წლის ბრედ პიტი პანამასა და „კროქსებში“ ფლორიდის ქუჩებში სეირნობს

771
page

ბრედ პიტი ახლა ფლორიდაში იმყოფება, სადაც „ფორმულა 1“-ის შესახებ კინოსურათის, „აპექსის“ გადაღებები მიმდინარეობს. მას პარტნიორობას ხავიერ ბარდემი უწევს.

მაგარი ბიჭების ტანდემი – ბრედ პიტს ახალ ფილმში პარტნიორობას ხავიერ ბარდემი უწევს – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

ამჯერად 60 წლის მსახიობი ფლორიდის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. ამ დღეს მას კრემისფერი ფუმფულა ზედა და შარვალი ეცვა, მის „ლუქს“ პანამა და „კროქსები“ ასრულებდა, სწორედ ეს უკანასკნელი იქცა ინტერნეტსივრცეში განხილვის საგნად.

„ბრედს კროქსები არ შეეფერება“, „ფუმფულა და საყვარელი“, „60 წლის თინეიჯერი“, –  არ წყდება კომენტარებში.

„არანაირი პლასტიკური ქირურგია, ეს გენეტიკაა“ – 60 წლის ბრედ პიტი სპეც-ტანისამოსში შეუდარებლად გამოიყურება

„60 წლის ბრედ პიტმა მთლიანი სახის გადაჭიმვა გაიკეთა, რომელშიც 30 000 დოლარი გადაიხადა“ – დასავლური მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები