LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა ქალების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის სპეციალური აპლიკაცია შექმნეს

46
-121005145-gettyimages-966374250-1

დიდ ბრიტანეთში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ქალებს მოგზაურობის, ტაქსით გადაადგილების ან უბრალოდ სეირნობის დროს GPS–კონტროლის სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. სიახლის შესახებ ინფორმაცია BBC–იმ გაავრცელა.

გამოცემის ინფორმაციით, სერვისს „სახლამდე მიმაცილე“ (Walk me home) ეწოდება და მისი ავტორი კომპანია Bt Group–ია. აპლიკაციის მომხმარებელმა დანიშნულების ადგილის მისამართი უნდა მიუთითოს, გადაადგილების დაწყებისას კი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნოს და სპეციალური ტრეკერი მისი მოგზაურობის კონტროლს დაიწყებს.

თუ ადამიანი მითითებულ ადგილას განსაზღვრული დროის განმავლობაში არ გამოჩნდება, მაშინ აპლიკაცია ჯერ მის ახლო კონტაქტებს, შემდეგ კი პოლიციას გამოიძახებს. აპლიკაციაში ქალებს სახლის მისამართის და ყველა იმ ადგილის მითითებაც შეუძლიათ, სადაც ხშირად უწევთ გადაადგილება.

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, პროგრამის შექმნა მათ რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის ფაქტის შემდეგ გადაწყვიტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები