LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში Hyundai-ს და Toyota-ს ელექტროქარების რეკლამები აკრძალეს

121
hyundai

კომპანია Hyundai-სა და Toyota-ს ბრიტანეთში ელექტროქარების რეკლამის გაქრობა მოსთხოვეს. ბრენდების ადგილობრივმა კლიენტებმა თავი მოტყუებულად ჩათვალეს: აღმოჩნდა, რომ ელექტროქარების დამუხტვის რეალური დრო განსხვავდება იმისგან, რასაც ავტომწარმოებლები რეკლამებში ამბობენ. მაგალითად, Hyundai ყველას ჰპირდებოდა, რომ Ioniq 5-ის დამუხტვას მხოლოდ 18 წუთი სჭირდებოდა, ხოლო Toyota bZ4X-ის 30 წუთიან დამუხტვაზე საუბრობდა.

არადა დამუხტვის დროზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, დაწყებული გარემო ტემპერატურით და დასრულებული ელემენტის ცვეთის მაჩვენებლით. ხოლო ის ციფრები, რომლებსაც ეს მწარმოებლები ასახელებდნენ, იდეალურ პირობებში იყო მიღებული და რეალური სამომხმარებლო გამოცდილება არ გაუთვალისწინებიათ.

ბრიტანელებმა ეს კომპანიები იმისთვისაც გააკრიტიკეს, რომ ისინი სწრაფი დასამუხტი სადგურების ხელმისაწვდომობაზეც არ საუბრობენ. მაგალითად, ჩრდილოეთ ირლანდიაში საერთოდ არ არის არანაირი სადგური, სადაც ელ-ქარი სწრაფად დაიმუხტებოდა, ზოგადად, მთელს ბრიტანეთში ასეთი სადგურების რაოდენობა მხოლოდ 419 ერთეულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები