დიდი ბრიტანეთის ტრიბუნალმა გადაწყვიტა, რომ მამაკაცისთვის „მელოტის“ წოდება სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა global news ავრცელებს.
ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ ელექტრიკოსი ტონი ფინის სარჩელის შემდეგ მიიღო. ტონი თითქმის 24 წლის განმავლობაში ერთ კომპანიაში მუშაობდა, შემდეგ კი უფროსობასთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს.
მამაკაცმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელი პირის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო, კამათის დროს მას „მელოტი“ უწოდეს.
ფინმა მოსამართლეს უთხრა, რომ გარეგნობის შესახებ კომენტარი ნამდვილად შეურაცხმყოფელია.
კოლეგიამ, რომელიც სამი მამაკაცისგან შედგებოდა, დაადგინა, რომ ეს საჩივარი ნამდვილად სამართლიანი იყო, „მელოტი“ მამაკაცთა სექსუალური შევიწროების მაგალითია, რამეთუ კაცებში თმის ცვენა უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. ამ ტერმინის გამოყენება „ღირსების” შელახვას ისახავს მიზნად და ამიერიდან შესაბამისად დაისჯება.