LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრიუს უილისი ჩემზე მეტ ჰონორარს არ იმსახურებს“ – დემი მურის სკანდალური განცხადებების კასკადი გრძელდება (ფოტო/ვიდეო)

603
20135364-0-image-a-170-1571926347967

56 წლის მსახიობი, რომელმაც ახლახანს საავტორო წიგნი „Inside Out“ გამოუშვა, პიონერად ითვლება იმ ქალ მსახიობებს შორის, რომელთა ჰონორარი  მამაკაცების ჰონორათანაა გათანაბრებული.

დემი მური კვლავ ყურადღების ცენტრშია, ცოტა ხნის წინ, მსახიობმა ეშტონ კაჩერი იმაში ამხილა, რომ ის მას ჯგუფურ სექსს აძალებდა, ახლა კი უკვე, ასევე ყოფილი მეუღლის, ბრიუს უილისის პროფესიონალიზმში შეაქვს ეჭვი.

„დედაჩემს 500 დოლარი გადაუხადა, რომ ჩემთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა - დემი მურის სკანდალური აღიარება (ფოტო/ვიდეო)

„მან დედაჩემს 500 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ჩემთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა, რეალურად მე ეს ყველაფერი გაუპატიურებად არ ჩამითვლია, ის უბრალოდ უიღბლო სქესობრივი აქტი იყო."

მსახიობი „გვიან შოუში“ იმყოფებოდა, შოუს წამყვანის კითხვაზე, თუ რომელი მამაკაცი კოლეგა არ იმსახურებს უფრო მეტ ჰონორარს, ვიდრე თავად დემი მური, 56 წლის მსახიობმა უპასუხა:  „ბრიუს უილისი ჩემზე მეტ ჰონორარს არ იმსახურებს“

შეგახსენებთ, ვარსკვლავს გადასაღებ მოედანზე ისეთმა მსახიობებმა გაუწიეს პარტნიორობა, როგორებიც არიან ვუდი ჰარელსონი, პატრიკ სუეიზი და მაიკლ დუგლასი.

დემი მური და ბრიუს უილისი ქორწინებაში 13 წელი იმყოფებოდნენ, მათ ერთად  ფილმში „სასიკვდილო ფიქრები“ ითამაშეს.

განქორწინებიდან 18 წლის შემდეგ, დემი მური და ბრიუს უილისი კომედიურ შოუში გამოჩნდნენ

63 წლის ბრიუს უილისმა და 55 წლის დემი მურმა მონაწილეობა მიიღეს შოუში „Comedy Central Roast“.

https://www.youtube.com/watch?v=nvnVNjB_rOw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები