LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ და ნიკოლა პელტცებმა ხელმეორედ იქორწინეს და ცერემონიალზე ბექჰემები არ დაპატიჟეს – წყვილი ფოტოების სერიას ავრცელებს

2872
page

სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ხელახლა „იქორწინეს“ და ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიაზე საქორწილო ფიცი კიდევ ერთხელ დადეს. ფიცის დადების ცერემონია ნიკოლას მამამ, ნელსონ პელტცმა ჩაატარა. ამ დღეს პატარძალს დედის, კლაუდია პელტცის ვინტაჟური საქორწინო კაბა ამშვენებდა.

წყვილმა ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ფიცის დადებას ვარსკვლავური „აფთერ ფართიც“ მოჰყვა, რომელზეც უამრავი ცნობილი სახე იყო წარმოდგენილი, მათ შორის ედრიან ბროუდი და მისი საცოლე, ჯორჯინა ჩაპმანი.

შეგახსენებთ, 3 წლის წინ, მათი პირველი ქორწილიდან მალევე, ბრუკლინმა მეუღლის გვარი, პელტცი აიღო.

აღსანიშნავია, რომ გრანდიოზულ ცერემონიალზე არ იმყოფებოდნენ ბრუკლინის მშობლები და და-ძმა. მანამ, სანამ ბექჰემების უფროსი ვაჟი საქორწინო ფიცს ხელმეორედ დებდა, დევიდი და ვიქტორია ათასობით კილომეტრის დაშორებით იახტაზე ისვენებდნენ.

ყოველივე ამის ფონზე, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ბრუკლინს მშობლებთან აღარანაირი კავშირი აღარ აქვს და მათ შორის დაძაბულობა ახლა ყველაზე მძაფრი და თვალსაჩინოა.

ნიკოლა პელტცი ქმრის ოჯახთან დაპირისპირების ფონზე, ვიქტორიას ახალი ფოტოთი დასცინის

„დედამთილზე გამარჯვებული რძლის ლუქი“ – ნიკოლა პელტცი ბრუკლინ ბექჰემს შვებულებას თავის მშობლებთან ერთად ატარებინებს

რომეომ „ინსტაგრამზე“ ძმა და რძალი დაბლოკა – ბექჰემების ოჯახური დაძაბულობა თვალსაჩინო ხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები