LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუბას ეპოქა დამთავრდა – როგორ ემშვიდობება ნანი ბრეგვაძე გარდაცვლილ ლეგენდას

3280
nani bregvaZe

84 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე კლინიკაში გარდაიცვალა. სახალხო არტისტი კლინიკიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

ბუბა კიკაბიძეს მისი ახლობლები და მეგობრები იხსენებენ.

როგორც მომღერალი ნანი ბრეგვაძე აცხადებს, ვახტანგ “ბუბა” კიკაბიძის ეპოქა დასრულდა.

„ბუბა ძალიან დიდი იუმორის მქონე ადამიანი იყო, არაფრისგან ისეთ რაღაცას იტყოდა, იმ მომენტში, რომ ეს გათვალისწინებული კი არ იყო, სიტუაციას უხდებოდა მისი იმპროვიზაცია. ბუბას ეპოქა დამთავრდა.

სულ ერთად გვიწვევდნენ გასტროლებზე. თვითონ ბუბა ამბობდა “რა მომღერალი მე ვარო” – ბუბას ჰქონდა თავისი სტილი, ისეთი, რომელიც შენ გაინტერესებდა და რის გამოც თავიდან ბოლომდე უსმენდი მის სიმღერას. “-  განაცხადა ნანი ბრეგვაძემ „რუსთავი 2“- თან საუბრისას.

ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა

პრემიერი: „მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

„დიდ ხელოვანთან ერთად ის იყო დიდი ადამიანი“ – ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

„ნანუკა, შენზე საიმედო მეგობარი ცოტაა ამ ქვეყანაზე, მითხრა ბოლო ნახვის დროს…“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ემოციურად ეხმაურება

გია როინიშვილი: „ბუბა- ეპოქა! ბუბა-დიდი ხელოვანი, ნამდვილი ვარსკვლავი, ბუბა-თავის სამშობლოს საუკეთესო ელჩი ყველგან და ყოველთვის! ნათელი მის სულს! ნათელი მის სახელს!“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ იმ ეპიზოდისთვის ვიქნები მადლიერი, დათოვლილ გზაზე აკვანშემოდგმულ ვირს რომ მიუყვება და წამოტირებისას ჯიბიდან გათოშილი ხელებით ამოაძვრენს სათამაშოს“

ყოველი შეხვედრისას, პირველი ამას მეტყოდა ხოლმე – გია ბაღაშვილი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადახდენილ ამბავს იხსენებს

ბოლოს რომ ვნახე, ვკითხე, როგორ ქაჩავ კონცერტებს და ამ ტემპს? მითხრა, გივიჯან, ახლა რომ დავატორმუზო, ჩავჯდე სახლში, ეგრევე მოვკვდებიო – გივი თარგამაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g