ტომ კრუზისა და რუსი ოლიგარქის ექს-მეუღლის, ელსინა ხაიროვას ურთიერთობა დღითიდღე სერიოზულდება. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ 61 წლის მსახიობმა ახალი გულის სწორის შვილები გაიცნო, რომლებიც ელსინას დიმიტრი ცვეტკოვისგან ჰყავს. ინსაიდერის ცნობით, ტომის შვილები ელსინამაც გაიცნო, ასე რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა.
„ცეცხლს ეთამაშები ტომ“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ელისა ხაიროვა და დიმიტრი ცვეტკოვი ერთმანეთს სკანდალების ფონზე, 2021 წელს დაშორდნენ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბრილიანტის მაგნატი, ცვეტკოვი ჰოლივუდის ვარსკვლავს ურჩევს, „საფულე ფართოდ გახსნას“, რადგან მის ყოფილ მეუღლეს გლამურული ცხოვრება ძალიან უყვარს. ოლიგარქის განცხადებით, ელსინამ 11-წლიანი ქორწინების პერიოდში ტანსაცმელსა და ჩანთებში 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
ტომ კრუზმა რუსი ოლიგარქის ექს- მეუღლესთან ურთიერთობა გააოფიციალურა
„ტომ, საფულე ფართოდ გახსენი“ – ბრილიანტის მაგნატი, დიმიტრი სცვეტკოვი ტომ კრუზს აფრთხილებს