ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესა და ეპიდვითარებაზე ისაუბრა.
ცერცვაძე ვაქცინაციაზე: ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოშია, უბრალოდ, შეუძლებელია
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოში ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების უფრო კარგი შედეგებია, ვიდრე აშშ-ში ან ევროპის 33 ქვეყანაში. მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი რომ მაღალი იყოს, უკეთესი შედეგი იქნებოდა.
“თქვენ აპელირებთ 40-50 გარდაცვლილზე, მაგრამ მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს… მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით – გადარჩენისა და გარდაცვალების პროცენტით – ანუ ყველა კოვიდავადმყოფს შორის რამდენი პაციენტი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება. ამ კუთხით საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას”, – თქვა ცერცვაძემ.
დამატებითი შეზღუდვების დაწესება აბსოლუტურად აზრს მოკლებულია – გაბუნია
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში დაინფიცირდა 6 024, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.
დევი ტაბიძე: მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება
