LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ლამაზი შვილი… მხოლოდ უფალს შეუძლია აგატანინოთ ეს დიდი ტკივილი…“ – მელიტა ფურცელაძე შვილის ემოციურ კადრებს გვიზიარებს

156
მელიტა ფურცელაძე, ლევან კბილაშვილი

გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე, შვილის შესრულებას გვიზიარებს, სადაც ლევან კბილაშვილი და დათო ლონდარიძე მამუკა ჩარკვიანის სიმღერას ასრულებენ.

ვიდეო: „ვიდრე ეს ბიჭები და არა მარტო – შენს სიმღერებს შენთან ერთად სცენაზე გააჟღერებენ, უფლება არ მაქვს არ ვიბრძოლო ჩემი ჯანმრთელობისთვის და არ ვიამაყო შენით“ – მელიტა ფურცელაძე ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„მამუკა ჩარკვიანი, ადამიანი, რომელიც ლევანიკოსთვის განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი, უფრო მეტი იყო…“ – რას იხსენებს გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე მამუკა ჩარკვიანზე

გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს და მამუკა ჩარკვიანს იხსენებს.

„ჩემი ლამაზი შვილი 😘💔“ – წერს მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გამომწერები მომღერლის დედას ემოციურად მიმართავენ და წერენ, რომ ამაყობენ ლევან კბილაშვილის ნიჭიერებით:

„ნეტავ იმას ვინც არ იცნობდა ლევანიკოს და ვინც არ იცნობს ამ საამაყო ოჯახს, რომლებიც აჩრდილები არიან კიდევ რით უნდა ანუგეშო მაგრამ არავინ თქვას დრო მკურნალიაო არა არაფერი შეიცვლება მაგრამ იამაყეთ მხოლოდ ჩემო კარგებო მე კი ვამაყობ და ვიამაყებ თქვენით. მინდა მყავდეთ დიდხანს… 

მელიტა დეიდა მხოლოდ უფალს შეუძლია აგატანინოს ეს დიდი ტკივილი…

რა სიმპათიური ხარ ლევანიკო. როგორ ვდარდობ შენზე.გული მეწვის, მენანები შენ და შენი მშობლები ამ ტკივილისთვის…“ – წერენ სოციალურ ქსელში.

ჩემი ლამაზი შვილი 😘💔

Posted by Melita Purceladze on ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g