LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილის არაჩვეულებრივი მამა“ – კეტი პერის ემოციური მილოცვა მეუღლეს და უცნობი ფოტოები არქივიდან

169
page

რამდენიმე დღის წინ მსახიობი ორლანდო ბლუმი 44 წლის გახდა.  მისმა 36 წლის საცოლემ,  კეტი პერიმ  მას იუბილე საჯაროდ, „ინსტაგრამის“ საშუალებით მიულოცა და აქამდე უცნობი, საარქივო ფოტოები გაავრცელა.

„ჩემი შვილის არაჩვეულებრივი მამა, დიდი მადლობა, რომ მუდამ ბრუნდები ჩემთან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მთვარემ მზე იპოვა“, – წერს კეტი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by KATY PERRY (@katyperry)

გასული წლის შემდგომაზე წყვილს ქალიშვილი შეეძინა. კეტიმ და ორლანდომ შვილთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო. მათ სახლი 14,2 მილიონ დოლარად შეიძინეს. უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი კალიფორნიის შტატის პრესტიჟულ უბანში, მონტესიტოში მდებარეობს.

ხედი წყნარ ოკეანეზე - კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა სახლი 14,2 მილიონ დოლარად შეიძინეს

ვარსკვლავურმა წყვილმა სახლი „დიურასელის“ ყოფილი გენერალური მდივნისგან, რობერტა კიდერისგან შეიძინეს, რომლის მფლობელობაშიც ის 20 წლის განმავლობაში იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები