როგორც ცნობილია, 40 წლის ბრიტნი სპირსი 13 წლიანი „ტყვეობიდან“ განთავისუფლდა. მალევე პოპ-პრინცესა შეყვარებულზე, სემ ასგარიზე დაინიშნა.
ფოტო: მამის მეურვეობისგან განთავისუფლების შემდეგ ბრიტნი სპირსი თხოვდება
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი ორსულადაა. ამის შესახებ ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ პოსტის საშუალებით განაცხადა.
„გავიფიქრე, რა მოუვიდა ჩემს მუცელს, ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ორსულად ხარო. მეც ავდექი და გავიკეთე ტესტი, აჰჰჰ მე ბავშვი მეყოლება“, – ნათქვამია პოსტში.
ცნობისთვის სანამ ბრიტნი მამის მეურვეობის ქვეშ იყო, ის მას შვილის გაჩენის უფლებას არ აძლევდა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ძალით ასმევდა.
„ბრიტნი სპირსის წინააღმდეგ“ – სკანდალური დოკუმენტური ფილმის პირველი თრეილერი გავრცელდა
ბრიტნი სპირსის მამამ ქალიშვილის საძინებელში კამერები დააყენა