LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ყოფილი პოლიციელების დევნა კატეგორიულად მიუღებელია“ – შსს პოლიციის მაიორმა დატოვა

120
248285807-648997982749034-5045054223657049207-n

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ორმა პოლიციელმა დატოვა – სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ.

„სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ლექსო რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო- ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ,“ – განაცხადა გიორგი ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ძალოვანი სტრუქტურა, კიდევ ორმა პოლიციელმა ამავე მიზეზით დატოვა.

„არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე“ – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა, ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა – შსს-ში აცხადებენ, რომ იგი სამსახურიდან პირადი განაცხადის საფუძველზე წავიდა

magti 5g