LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ „ქართლის დედას”. ამის შემსწრე თავად ვარ“ – თამარ ჩიბურდანიძე

268
Untitled design (64)

„მხოლოდ ეროვნული დღესასწაულების მოლოცვა და ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობა არ არის ერისადმი პატივისცემა“. – აცხადებს „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხზე კომენტირებისას.

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

მისივე განმარტებით, „ტრადიციებისადმი დამოკიდებულება ეროვნული იდეოლოგიის ხელშეუხებლობაში გამოიხატება“.

„30 წელია ვუსმენთ ზოგიერთი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ღირებულებებისადმი სიტყვიერ პატივისცემას, მაგრამ საქმით ამის წინააღმდეგ მოქმედებენ.

ჩინეთის ერთი სოფელი რომ უვიზოდ დაიძრას, რას ვაკეთებთ მერე? – ალეკო ელისაშვილი

ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ „ქართლის დედას”. ამის შემსწრე თავად ვარ. როგორც გავარკვიე, ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ იციან საქართველოს შესახებ, პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.

გარდა ამისა, თურმე, ჩინეთის ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთში, საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, სადაც საქართველოზე საუბარს ჩვენი უდიდესი ისტორიით იწყებენ. მადლობას ვუხდით ჩინელ ტურისტებს და მათ ქვეყანას ასეთი დაფასებისთვის.

მსგავსი ფაქტი მე არ მახსოვს. როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთობების დასაწყისშივე შენს ყველაზე დიდ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, ხანგრძლივი თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა გარდაუვალია. ზოგადად, ნებისმიერ სახელმწიფოსთან პარტნიორობისას რაღაცის დათმობა გიწევს რაღაცის ფასად, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს იმ მარადიულ ღირებულებებს, რითაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოვიდა.
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ყველაზე ღირებულის – ტრადიციული ეროვნული ღირებულებების ხელშეუხებლობით წარიმართება. პირიქით, საუკუნოვანი ქვეყანა, რომელიც თავად სცემს ტრადიციებს პატივს, შენს ღირებულებებსაც უფრთხილდება, განსხვავებით ულტრალიბერალიზმით შეპყრობილი ქვეყნებისგან, რომელიც საკუთარსაც ანადგურებს და სხვისაც.” – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g