LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელმა წყვილმა კანონისთვის გვერდის ავლით 15 შვილის გაჩენა შეძლო

48
Capt436

ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ წყვილს 15 შვილი ჰყავს, რაც ადგილობრივი კანონით დაუშვებელია. გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, წყვილმა სასჯელს თავი როგორღაც აარიდა.

ჩინური კანონმდებლობის მიხედვით, ჯერ მხოლოდ ერთი შვილის ყოლა იყო ნებადართული, ცოტა ხნის წინ კი ხელისუფლებამ 2 შვილიც დაუშვა. თუმცა, 15 არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები. 77 წლის ლიან ერიმ და 47 წლის ლუ ჰუნლანმა კი მოახერხეს, რომ 4 ვაჟის და 11 ქალიშვილის მშობლები გამხდარიყვნენ. მათი ბავშვები 1995 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში არიან დაბადებული.

მთავრობამ ოჯახის დასჯა გადაიფიქრა და მათ ნაცვლად სასჯელს ადგილობრივი ჩინოვნიკები მოიხდიან. სამსახურებრივი გულგრილობის გამო თანამდებობაზე მყოფი პირების ნაწილი სამსახურიდანაც კი გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები