LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში უდიდესი ოქროს საბადო იპოვეს

112
thumbnail-212.jpeg

ჩინეთმა თავის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ოქროს საბადოს მიაგნო და მარაგები 1 444 ტონას აჭარბებს. ეს აღმოჩენა ოქროს მარაგებს იმ პირობებში ზრდის, როცა ძვირფასი მეტალის ფასი ზედმეტად სწრაფად იზრდება. სიახლის შესახებ Euro News წერს.

ამ რაოდენობის ოქროს სავარაუდო ღირებულება ბოლო მონაცემებით 166 მილიარდ ევროზე მეტია. ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და კილოგრამზე 115 000 ევროს გადააჭარბა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის ხელისუფლებამ საბადოს ზუსტი მდებარეობა არ გაამჟღავნა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის ლაონინის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს.

ბოლო წლებში ჩინეთი  თავის გეოლოგიურ კვლევით შესაძლებლობებს აძლიერებს. 2024 წელს ჰუნანის პროვინციაში 1 000 ტონაზე მეტი მოცულობის საბადო აღმოაჩინეს, ხოლო ოქტომბერში განსუს პროვინციის ხელისუფლებამ 40 ტონაზე მეტი მოცულობის კიდევ ერთი ახალი საბადოს არსებობა გამოაცხადა. 2024 წელს ქვეყანაში 377,24 ტონა ოქრო აწარმოეს – 0,56%-ით მეტი, ვიდრე წინა წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები