რიკი მარტინი ქმარს, ჯოვანი იოსეფს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ განცხადება 51 წლის მარტინმა და 39 წლის იოსეფმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გააკეთეს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი საქორწინო კავშირი გავწყვიტოთ. ეს ხდება პატივისცემითა და სიყვარულით. ჩვენ ჩვენი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვერდიქტი გამოტანილია – რიკი მარტინის პირველი კომენტარი სასამართლო პროცესის შემდეგ
რიკი მარტინს ყოფილ ბოიფრენდთან მიახლოება აეკრძალა
შეგახსენებთ, რიკი მარტინმა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2010 წელს განაცხადა. 2017 წელს კი ჯოვანი იოსეფზე იქორწინა. მათ 4 შვილი ჰყავთ.