LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ომს ვუცხადებთ უკონტროლო და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას ქალაქში.. ყოველწლიურად ვკარგავთ 500-მდე თანამოქალაქეს” – პარტიამ „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ახალი კამპანია დაიწყო

58
Capture

„ჩვენ ომს ვუცხადებთ უკონტროლო და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას ქალაქში, რადგან ამ მიზეზით ჩვენ ყოველწლიურად ვკარგავთ 500 – მდე თანამოქალაქეს“ , – პარტიამ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ახალი კამპანია „იარე ფრთხილად ხალხისთვის“ დაიწყო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით კამპანიის მიზანია დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ მათ დაუყოვნებლივ გადადგან ბაიჯები საგზაო უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუმჯობესებაში.

როგორც პარტია განმარტავს, ყოველ წელს საგზაო შემთხვევებში 500-მდე ადამიანი, მათ შორის 30 -მდე ბავშვი იღუპება.

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ საკრებულოს წევრის, ნინო წულაძის თქმით, პარტიას აქვს გეგმა თბილისის საკრებულოს ფარგლებში, რომლის მიხედვითაც უპირველესად საკრებულოს მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს აუდიტის დასკვნა და რეკომენდაციები, სადაც ნათლად წერია, რომ აუცილებელია შეისწავლონ ის ადგილები, სადაც თბილისში ყველაზე მეტად ფიქსირდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

mazda magti 5g