LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ რაზეც ვართ შეთანხმებულები, იმას ვაკეთებთ, სხვები ვირეშმაკობენ, “ნაციონალები” მავნებლობენ, თან ამნისტიის იდეას ლანძღავენ და თან ერთი სული აქვთ, მივიღოთ: ელისაშვილი

64
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ “ბოიკოტის პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” წააგო და ახლა მავნებლობენ, ისე როგორც სჩვევიათ.

როგორც ელისაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, ამნისტიაზე შეთანხმდნენ და მისაღებია, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი თან სურთ, ამნისტია მიიღონ და თან ამნისტიას ლანძღავენ:

“ამნისტიაზე შევთანხმდით და მისაღებია. ნიკა მელია გირაოთი რომ გამოვიდეს, გირაოს გადახდა საქმის შეწყვეტას ხომ არ ნიშნავს? ჩვენ რაზეც ვართ შეთანხმებულები, იმას ვაკეთებთ და სხვები ვირეშმაკობენ, თან შემოსვლა უნდათ, თან ერთი სული აქვთ, ამნისტია მივიღოთ, თან ამნისტიას ლანძღავენ, მაგრამ თან ხვდებიან, რომ ბოიკოტის პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” წააგო და რაც სჩვევიათ, ახლა მავნებლობენ.

“ნაციონალები” მავნებლობენ, თან ამნისტიის იდეას ლანძღავენ და თან ერთი სული აქვთ, მივიღოთ. უკვე გაჭრილი კარტია, მაგათი არაფერი არ მუშაობს, შეთანხმების შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში.” – აცხადებს ელისაშვილი.

ამნისტიის კანონი შეეხებათ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებსაც: ირაკლი ქადაგიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g