LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მცირე მოცულობის სუნამოებს, რომლებიც შეგიძლიათ ჯიბეში, ჩანთაში ატაროთ – “სორველას” რჩევები სუნამოს მოყვარულებს

257
315372612_450175697192472_302892609623966693_n

აქციე სასიამოვნო და თავბრუდამხვევი არომატი შენს განუყოფელ ნაწილად – პოლონური პარფიუმერიული ბრენდი “სორველა” საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს და ქვეყნის მასშტაბით 14 ფილიალი აქვს, მათ შორის 4 თბილისში. კომპანიის მარკეტინგისა და PR-ის ხელმძღვანელმა მარგო ლუჩკომ „ბიზნესნიუსის“ ეთერში ეთერში ისაუბრა და მომხმარებლებს სუნამოს არჩევისას, რეკომენდაციები გაუზიარა.

 

რას სთავაზობს სორველა ქართველ მომხმარებელს? როგორც ვიცით, რამდენიმე ხაზით ხართ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი. მოგვიყევით უფრო დეტალურად.

„სორველამ“ ახლახან დაიწყო კომპანიის პოზიციონირება, მაგრამ ძალიან პოპულარულია ევროპაში. თბილისში ჩამოვედით იმისათვის, რომ ვაჩუქოთ ყველას ისეთი ბედნიერება, როგორიცაა სუნამო. ვფიქრობ, სუნამო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი და აქსესუარი როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის. ჩვენი მაღაზიები ყველანაირ სეგმენტს ერგება.

 

პოლონური სუნამოს გარდა, სხვა ბრენდებთან თუ თანამშრომლობთ? რა დახვდება თქვენს ფილიალებში მომხმარებლებს?

„სორველას“ აქვს რამდენიმე მიმართულება კომპანიაში, აქვს თავისი პარფიუმერია, სუნამოები და ნელ-ნელა იზრდება ჩვენი ბაზარი. ასევე, გვაქვს პრემიუმ კლასის სუნამოები, რომლების შლეიფიც უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე სხვა სუნამოები. ასევე, გვაქვს სერია ნორმალი, შედარებით ცოტა რაოდენობით. „სორველა“ თანამშრომლობს სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან, პოლონური ბრენდია და ახლოს არის საფრანგეთთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ლაბორატორიასთან. ვყიდულობთ ცნობილ ფორმულას, ვამუშავებთ და ჩვენს სუნამოს ვთავაზობთ მომხმარებელს. ძალიან ხშირად ქალბატონი, მამაკაცი ყიდულობს ცნობილ ბრენდს, რომელიც ძალიან ძვირია და სამწუხაროდ ვერ გუობენ. ჩვენი კომპანია გთავაზობთ მცირე რაოდენობის, მოცულობის სუნამოებს, რომლებიც შეგიძლიათ ჯიბეში, ჩანთაში ატაროთ და მიხვდეთ, ეს სუნამო თქვენია თუ არა.

ვინ არის თქვენი ძირითადი სეგმენტი?

ჩვენი მომხმარებლები არიან პატარა გოგონები, უფრო მეტად არიან ქალბატონები, რომლებსაც უყვართ ჩვენი პარფიუმერია, ასევე არიან მამაკაცები. მამაკაცის ხაზი გახდა ძალიან პოპულარული, რადგან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოსინჯა ის.

 

რას ურჩევთ მომხმარებლებს? როგორ უნდა მიაგნონ სასურველ არომატს?

საინტერესო და რთული შეკითხვაა, რადგან სხვადასხვა ადამიანების კანი სხვანაირად ირგებს სუნამოს. არსებობს გრილი და ტკბილი სუნამო, რამდენიმე საათით სცადეთ თქვენს კანზე და შემდეგ მიხვდებით, არის თუ არა თქვენი სუნამო. არის ასეთი ტენდენციაც, თუ ვერ გრძნობ სუნამოს, ანუ ის ნამდვილად შენია.

როგორი დამსაქმებელია „სორველა“? რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენთან?

ჩვენ საქართველოში 14 მაღაზია გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ კონსულტანტებს, რადგან გვინდა დავასაქმოთ მეტი ადამიანი. კონსულტანტები ძალიან კომფორტულად მუშაობენ ჩვენს მაღაზიებში, ვატრენინგებთ მათ. კონსულტანტებს სჭირდებათ სწორი მიდგომა, ვაძლევთ საშუალებას, რომ გაიზარდონ თავის სფეროში. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ დასაქმდე ისეთ ლამაზ ადგილას, როგორც პარფიუმერიის მაღაზიაა.

 

რა გეგმები გაქვთ „შავი პარასკევის“ ფარგლებში და საახალწლოდ?

ფასდაკლებები ერთი კვირის წინ დავიწყეთ. ვინც მოვა „სორველაში“, ბევრი სიურპრიზი ელოდება. ძალიან კარგი აქციები გვაქვს, ვჩუქნით პარფიუმერიას 2 შენაძენის შემდეგ. ძალიან საინტერესო პარფიუმერიული ბოქსები გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოდის ახალი წელი და შეგიძლიათ მიიღონ ბევრი რამ იაფად.

 

როგორია სამომავლო გეგმები? რას შესთავაზებთ მომხარებელს?

ძალიან მალე ჩვენი ახალი პარფიუმერია შემოვა საქართველოში. ჩვენი ქიმიკოსები ყოველდღიურად მუშაობენ ახალ ფორმულებზე. ჩვენი გეგმაა, რომ ორი ახალი არომატი შემოგვიერთდება საქართველოში, ასევე გვაქვს მომავალში სასაჩუქრე ბოქსები, რომლებიც შემოვა 1-ელი დეკემბრიდან ყველა მაღაზიაში. ვთავაზობთ ყველას და ვურჩევთ, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი არის პარფიუმერია და არის „სორველა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები