LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არასწორად ასახავს ჩვენს მიზნებს“ – აშშ–ის საელჩო 

127
Untitled design (7)

„ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს,“ – ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სუსი-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დაუჭერენ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი.

„ USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.

მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ.

ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

„ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა, მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების მიერ დესტაბილიზაციის მცდელობას“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება მზაკვრული გეგმების – სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით პირდაპირ მტრობას ასახავს“ – კალაძე სუსის განცხადებაზე

„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია – ყველაფრის უკან USAID-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე

პაპუაშვილი: „ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში.. ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და არეულობისთვის ადამიანების მომზადებაში“

„აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას-საქართველო“ აფასებს ზეწოლად როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე აქტივისტებზე“ – ორგანიზაცია სუსის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები