LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისნამი საყვარლიშვილი: „რა ტკბილი ყოფილა მშობელი მამის ჩახუტება, რა ტკბილი ყოფილა მასთან სიახლოვე და ურთიერთობა, მე თავიდან დავიბადე, 37 წლის ასაკში, რადგან სწორედ ახლა ვიღებ იმას, რაც აქამდე მაკლდა, მადლობა რომ შემიყვარე და შვილად მაღიარე, მიყვარხარ მამილო“

1734
cisnami

ცისნამი საყვარლიშვილი მამას შეხვდა.

ამის შესახებ ცისნამი სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„არ მეთმებოდა მამაჩემი. რა ტკბილი ყოფილა მშობელი მამის ჩახუტება. რა ტკბილი ყოფილა მასთან სიახლოვე და ურთიერთობა. მე თავიდან, ანუ ახლა დავიბადე, 37 წლის ასაკში, რადგან სწორედ ახლა ვიღებ იმას რაც აქამდე მაკლდა.

მიყვარხარ მამილო. მადლობა ულამაზესი სამი კვირისთვის. მადლობა ასეთი კარგი შვილები რომ გყავს, ჩემი დები. მადლობა რომ კეთილი მეუღლე გყავს, რომელმაც როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღო. მადლობა რომ შენი გულის კარი ჩემთვის გააღე. მადლობა რომ გამაბედნიერე. მადლობა რომ არსებობ. მადლობა რომ შემიყვარე და შვილად მაღიარე.

დროებით, შეხვედრამდე.

ცისნამი საყვარლიშვილი, იგივე ნათია კაპანაძე.

მადლობა ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, ბიძებს, მამიდას, ჩემს დისშვილებს ასე თბილად რომ მიგვიღეს მე და იკა.

თქვენი დიდი მადლიერი ვარ.

მიხარია რომ ეს საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში,“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოსაც გვიზიარებს, სადაც მამასთან ერთად ცეკვავს.

„მამას არც ჩემს პირველ და არც მეორე ქორწილში არ უცეკვია ჩემთან. სამაგიეროდ ახლა ავინაზღაურეთ ყველა დაკარგული დრო,“ – აღნიშნავს ცისნამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g