LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცივსისხლიანი მირანდა პრისტლის გულს ახალი სიყვარული გაათბობს – უახლესი კადრები „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადასაღები მოედნიდან

248
page

ვინ გაბედავს იქორწინოს დაუნდობელ და ცივსისხლიან ჟურნალის მთავარ რედაქტორ, მირანდა პრისტლისზე? – როგორც ჩანს, ეს გაბედული ადამიანი ბრიტანელი მსახიობი, კენეთ ბრანაა.

ის „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებებზე უეცრად გამოჩნდა და როგორც აღმოჩნდა, მირანდას მესამე ქმარს განასახიერებს.

ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან ლეგენდარული მსახიობის, მერილ სტრიპის ახალი ფოტოების სერია გავრცელდა. 76 წლის ვარსკვლავს ალისფერი კაბა ამშვენებდა, მის გვერდით კი სწორედ 64 წლის კენეთ ბრანა იმყოფებოდა.

„მოდის სამყაროს დაუნდობელი დედოფალი“ – 76 წლის მერილ სტრიპი Met Gala-ს სცენის გადაღებისას ბრწყინავს

აღსანიშნავია, რომ გულის სწორი  ენდი საქსმაც იპოვა. ენ ჰეთეუეის შეყვარებულის როლს ფილმში პატრიკ ბრემალი განასახიერებს.

ფოტო/ვიდეო: „შეყვარებული ქალის ცეკვა“ – ენ ჰეთეუეის ეფექტური გამოჩენა „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადაღებებზე

ელეგანტურობის პიკი – 76 წლის მერილ სტრიპი წითელ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში საკულტო ფილმის გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები