ნანუკა ჟორჟოლიანი ესტუმრა ბაღდათში ფოტოგრაფ გიორგი ცაავასა და მისი მეუღლის, ნათია ფურცელაძის მიერ შექმნილ ახალ უსაინტერესოეს სივრცეს, რომელიც ცოლ-ქმარმა შექმნა.
„ორივე სიგიჟემდე გვიყვარს ბაღდათი. ბოლოს გამიმძაფრდა ეს მოთხოვნილება და ნათიას ვეუბნებოდი, რაღას ველოდებით, პენსიის ასაკს-მეთქი? სულ მიმაჩნდა, რომ თუკი გამოცდილებას მიიღებ, წახვიდე და იქ განავითარო, სადაც არ გელიან…“, აღნიშნა გიორგი ცაავამ ინტერვიუში.